პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839) - ბოლო განახლება: 01.06.2025

1. შესავალი

შპს „ბეთქეივი" - ს/ნ 405531839 („ბეთქეივი", „ჩვენ") ზრუნავს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე და იცავს მათ უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული პოლიტიკა განმარტავს, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მათ და რა უფლებები გააჩნიათ თქვენ („მომხმარებელი") ჩვენი სერვისებით სარგებლობისას. პოლიტიკა უნდა წაიკითხოთ მომსახურების პირობებთან ერთად.

2. რომელი მონაცემები შეგვიძლია შევაგროვოთ

შპს „ბეთქეივის" (ს/ნ 405531839) პლატფორმის გამოყენებისას შეგვიძლია მოვითხოვოთ ან მივიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • იდენტიფიკაციის მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი
  • დოკუმენტური მონაცემები – პირადობის მოწმობა/პასპორტი (ნომერი, გაცემის თარიღი, ვადა, ფოტო, მისამართი)
  • საკონტაქტო მონაცემები – ტელეფონი, ელფოსტა, საცხოვრებელი მისამართი
  • ფინანსური მონაცემები – საბანკო ანგარიში და ბარათის მონაცემები მხოლოდ გადახდის მიზნებისთვის
  • ტექნიკური მონაცემები – IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ინფორმაცია, Cookies

3. მონაცემთა გამოყენების მიზნები

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ საჭირო მიზნებისთვის:

  • ანგარიშის გახსნა, იდენტიფიკაცია და AML/KYC ვერიფიკაცია
  • ტრანზაქციების შესრულება პლატფორმაზე
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა
  • პლატფორმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითური ქმედებების პრევენცია
  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839) არ იყენებს მონაცემებს მარკეტინგისთვის თქვენი ცალკე თანხმობის გარეშე.

4. Cookies და ტექნიკური მონაცემები

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839) იყენებს Cookies-ს პლატფორმის ფუნქციონირების, სესიის მართვის და უსაფრთხოების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ Cookies თქვენს ბრაუზერში, თუმცა შესაძლოა პლატფორმის გარკვეული ფუნქციები აღარ იმუშაოს.

5. ინფორმაციის გაზიარება

ჩვენი მხრიდან მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამართალდამცავ და მარეგულირებელ ორგანოებთან
  • მომსახურების პროვაიდერებთან (მაგ.: გადახდის სერვისები, ვერიფიკაციის სერვისები)
  • მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭიროა სერვისის გაწევისათვის

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839) არ ყიდის და არ აქირავებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.

6. შენახვის ვადა

მონაცემები ინახება მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა პოლიტიკაში მითითებული მიზნების მისაღწევად ან კანონით განსაზღვრული ვადის განმავლობაში (მაგ.: AML რეგულაციებით – ანგარიშის დახურვიდან 5 წელი).

7. მომხმარებლის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენზე
  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება ან განახლება
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოითხოვოთ წაშლა ან შეზღუდვა
  • უარი თქვათ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე

მოთხოვნების გასაგზავნად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: [email protected]

8. უსაფრთხოება

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839) იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დაცვის მიზნით. თუმცა, ინტერნეტით გადაცემული ინფორმაცია ყოველთვის შეიცავს რისკს და ბეთქეივი ვერ იღებს სრულ პასუხისმგებლობას მესამე პირების არასანქცირებული ქმედებების შემთხვევაში.

9. ცვლილებები პოლიტიკაში

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839) იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები პოლიტიკაში. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. პოლიტიკის გაგრძელებით სარგებლობა ჩაითვლება ცვლილებებზე თანხმობად.

10. საკონტაქტო ინფორმაცია

შპს „ბეთქეივი" (ს/ნ 405531839)
თბილისი, ჭავჭავაძის 29-31-33
ელფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: www.coinswap.ge
Telegram: @CoinswapGeOfficial
WhatsApp: +995 596 86 15 15